სააკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

სააკაშვილი და უგულავა ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და ვილნიუსის სამიტის წინ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები, მნიშვნელოვანი და ამავე დროს სიმბოლური აქტია.  

"მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ბოლო ორ არჩევნებზე - მტკივნეული იქნებოდა, ჩვენ გვქონოდა შანსი, რამე სწორად გაგვეკეთებინა, არასწორი გზით წავსულიყავით და მაინც წაგვეგო არჩევნები. როდესაც აგებ არჩევნებს მას შემდეგ, რაც სწორი რაღაცეები გააკეთე, მაინც არის დიდი კმაყოფილების გრძნობა და ეს არის შემდგომი გამარჯვებების საწინდარი. ეს უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ნერვიულობს დღეს შექმნილ სიტუაციაზე - არ გაიტეხოთ გული, არ ჩამოუშვათ ხელები, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, ამაში დარწმუნებული ვარ, ოღონდ ხელის განძრევა ყოველთვის საჭიროა", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს გაემგზავრნენ და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ევროკომისიის თავმჯდომარეს - ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდებიან. 

კომენტარები