ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
არტსოფელი საქართველოში

არტსოფელი

თამარ კიკნაველიძე
ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2013 - 13:40
tbl.ge/42q
დაკოპირდა
Luka Eloshvili. STRING BOXMichael Vincent Manalo
Nika Kutateladze. UNTITLEDMichael Vincent Manalo
BLACK GOLD TO HUMAN GOLD Michael Vincent Manalo
Tengiz Sepiashvili. LOST Michael Vincent Manalo
Andria Dolidze. YOU CAN’T SEE MY DREAMMichael Vincent Manalo
Kote Jincharadze. PersonaMichael Vincent Manalo

„არტსოფელი საქართველოში" – ასე მოიხსენიებენ გარიყულას, სადაც 1885 წელს, წარმოშობით პოლონელმა ინჟინერმა ვასილ ბოლგარსკიმ ოჯახის საზაფხულო რეზიდენციისთვის სასახლე დააპროექტა. მფლობელებს საკუთრება გასაბჭოების შემდეგ ჩამოართვეს, ხოლო ბოლგარსკი დახვრიტეს. შენობა მხატვრების ხელში XX საუკუნის 90-იან წლებში აღმოჩნდა, 2000 წლიდან კი ჩამოყალიბდა არტისტთა კომუნა, რომელმაც ქართველი და უცხოელი ხელოვანები გააერთიანა.

მათ თანამშრომლობასა და ერთობლივ მუშაობაზეა ორიენტირებული Fest i Nova – ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც არტ-ვილა გარიყულაში 9-16 სექტემბერს მიმდინარეობდა. კურატორი იყო ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი, რომელმაც მონაწილეთა ხედვა „უხილავი დინებებისკენ" წარმართა.

როგორც ფესტივალის დირექტორისგან, მხატვარ ყარამან ქუთათელაძისგან შევიტყვეთ, წლევანდელი ფესტივალი, უპირველესად, მხარდამჭერთა (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამერიკის საელჩო საქართველოში, თიბისი ბანკი, ფრანგული ინსტიტუტი, ვილა არსონი), მონაწილეთა და მოხალისეთა (დაახლოებით 400 ადამიანი) ჩართულობით გამოირჩეოდა.

„წელს ჩამოყალიბდა ამერიკული, ფრანგული, ავსტრიული პავილიონები. თუმცა, სიტყვა პავილიონი, ჩვენს შემთხვევაში, შენობას კი არა, კულტურულ-დიპლომატიურ ურთიერთობას ნიშნავს. ქართველები უფრო ნაკლებად იცნობენ გარიყულას, ვიდრე უცხოელები. არადა, სწორედ გარიყულა შეიძლება გამოვიყენოთ კულტურის და ხელოვნების განვითარების დეცენტრალიზაციის მოდელად. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ ფესტივალში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. მათი დახმარებით, ქართველების, ფრანგების, ამერიკელების და აზერბაიჯანელების ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო", – აღნიშნავს ფესტივალის დირექტორი. მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია შემოქმედებითი და კულტურული დიალოგის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობაც და გული წყდება, რომ ნაკლებად აქტიურობენ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

„წლევანდელი ფესტივალი მასშტაბური გამოვიდა. მონაწილეების გარდა, ჩამოვიდნენ ენთუზიასტები, მოხალისეები, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. შეიქმნა ისეთი პოზიტიური გარემო, რომელიც აკლია თბილისს. მოხდა ენერგიებისა და გამოცდილების გაცვლა, რაც უკვე პროგრესია", – გვიყვება ყარამან ქუთათელაძე და გვათვალიერებინებს ექსპოზიციას, რომელიც სასახლის ტერიტორიაზეა გაბნეული და ქართლში – რკონის, იკვის, კალო უბნის, ერთაწმინდის, ნოსტეს, უფლისციხის სიახლოვეს მდებარეობს.

2013 წლის ფესტივალის ანგარიშის პრეზენტაციას ორგანიზატორები ოქტომბრის შუა რიცხვებში, რთველის დროს გეგმავენ. თუმცა გარიყულას მანამდეც შეგიძლიათ ესტუმროთ და ნახოთ 15-მდე არტისტის ნამუშევარი, მათ შორის: ვილა არსონიდან ჩამოსული ფრანგი ახალგაზრდების მიწიდან ამოღებული და ბეტონის მოედანზე მოძრავი ხე, რომელიც არასტაბილური წონასწორობის იდეას განასახიერებს, ასევე, ცნობილი არტისტის – დომინიკ ფიურის ალისას თემაზე შექმნილი ობიექტები, ამერიკული პავილიონი (კურატორი – ლოს ანჯელესში მცხოვრები ქართველი არტისტი ნანა ჩიჩუა. მასთან ერთად: ტრევის უეიდ აივი, ლევერ რუხინი, ტრისტან დიუკი, ლორელაინ კონიგი, მარკუს ბეუტერი) და სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების არტობიექტები, რომლებიც სივრცეში, საოცრად ლამაზი ლანდშაფტის ფონზე, საუკეთესოდ იკითხება.

არტსოფელიFest i Novaარტსოფელი საქართველოში

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა მოტყუებით აიღო 11 300₾ - დაკავებულია 1 პირი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 14:57

ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა მოტყუებით აიღო 11 300₾ - დაკავებულია 1 პირი

CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში (რ)
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 14:49

CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში (რ)

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 14:20

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

არაღჩი: ზელენსკი თავს დაესხა ირანულ სავაჭრო გემს... ეს უპასუხო არ უნდა დარჩეს
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 12:14

არაღჩი: ზელენსკი თავს დაესხა ირანულ სავაჭრო გემს... ეს უპასუხო არ უნდა დარჩეს

გადმორიცხეს უკანონო 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა - POG
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 11:34

გადმორიცხეს უკანონო 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა - POG

ყველაზე კითხვადი

EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
1EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
2Wildberries-ის საწყობებზე იერიშების გამო მზღვეველების დახმარებას არ ვაპირებთ – ნაბიულინა
3"ყველანაირად უნდა, რომ გამანადგუროს" - რას ამბობს იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებზე
4ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა
5"არ გაპატიებთ ტერორს" - საზმაუ ხალხს ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმაურება

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕