პრემიერმინისტრობის კანდიდატი

უსუფაშვილი: პრემიერობის კანდიდატი ერთი კვირის თავზე იქნება ცნობილი

David Usupashvili
Tabula

მომავალი პრემიერი დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. მისივე თქმით, კოალიციის მიერ გამოკვეთილი კანდიდატი ერთი კვირის თავზე იქნება ცნობილი. 

"არ ვაპირებთ, რომ ვინმე გამოვიძახოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ გუნდში ხომ არ წამოხვიდოდი პრემიერმინისტრად. ის იქნება ჩვენი გუნდიდან და ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დღეს ის ამ მოედანზე იმყოფებოდა", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

კომენტარები