ოლიმპიური კომიტეტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან.
"მათ შეუძლიათ წავიდნენ ოლიმპიადაზე, მაგრამ არა საქართველოს სახელით და არა ქართული დროშის ქვეშ. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მათ აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ, თუმცა სირცხვილია ამ ოლიმპიადაზე ქართული დროშის გამოჩენა", - თქვა აქციის მონაწილე აჩიკო გულედანმა.
აქციის მონაწილეების თქმით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ამ დროისთვის 27 000 ხელმოწერაა შეგროვებული.





