მინისტრებთან შეხვედრა ბიზნესცენტრში

პეტრიაშვილი: სიკორსკისთან და ბილდტთან შეხვედრაზე სამ გზავნილზე ვისაუბრეთ

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სამ უმთავრეს გზავნილზე ისაუბრეს. 

"პირველი, ეს არის წინასაარჩევნო გარემო, წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მეორე გზავნილი კი ის არის, რომ საქართველო აუცილებლად მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების და მასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის პარაფირებას ვილნიუსის სამიტზე. მესამე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ საქართველო და ევროკავშირი უმოკლეს დროში შეძლებისდაგვარად სწრაფად მოაწერენ ხელს ამ ხელშეკრულებებს და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს ბიზნესცენტრში შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც დაესწრნენ. 

კომენტარები