თბილისიმარათონი

დღეს, თბილისიმარათონის სარეგისტრაციო სტენდი გაიხსნება

თბილისიმარათონი
facebook.com/tbilisimarathon

23 ოქტომბერს 12:00-დან 20:00 სთ-მდე თბილისიში ფილარმონიის წინ, თბილისიმარათონის სარეგისტრაციო სტენდი გაიხსნება. ნახევარმარათონი 26 ოქტომბერს შედგება, მონაწილეობის მსურველებს კი რეგისტრაციის გავლა 25 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

მათთვის, ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია, ნომრების მიღება 24 და 25 ოქტომბერს შეეძლებათ.

თბილისიმარათონის ინფორმაციით, სტენდთან სპონსორის New Balance Georgia-ს სირბილისათვის საუკეთესო და მსოფლიოში პირველ ნომრად აღიარებული სპორტული ფეხსაცმელი და აქსესუარები იქნება წარმოდგენილი, რომელთა დათვალიერება და შეძენაც ადგილზე იქნება შესაძლებელი.

ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც მარათონის ირგვლივ სასურველ კითხვებზე პასუხის მიღებაა შესაძლებელი +99532 2 36 83 23

კომენტარები