ლაფანყურის სპეცოპერაციის საზოგადოებრივი საბჭო

ღარიბაშვილი: ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი კომისია ეფექტიანი არ იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია ეფექტიანი არ იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა.

"მათ ჰქონდათ უფლება რომ შეექმნათ კომისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ის არ იქნება ეფექტური. შსს-ის მიერ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს. გამოძიებას ძალიან მალე დავასრულებთ და ჩვენ პასუხს გავცემთ ყველა კითხვას", - აღნიშნა შს მინისტრმა.

ცნობისთვის, ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელიც 12 წევრისაგან შედგება. უჩა ნანუაშვილის გარდა, კომისიაში არიან - სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მორატ ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი.

სახალხო დამცველის  ინიციატივით შექმნილი კომისია მუშაობის დასრულების შემდეგ სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას დადებს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, კომისიის მიზანია ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ახალი დეტალების გამოვლენა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიება კვლავ გაჭიანურებულია და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა შეისწავლა გამოძიებამ ამ ერთი წლის განმავლობაში. 

 

კომენტარები