ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

2015 წელს თბილისი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

2015 წელს თბილისი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - ამის შესახებ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში მოსული ოფიციალური მილოცვის წერილიდან ირკვევა. აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიიღო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ასევე გადაწყდა, რომ 2015 წელს თბილისი მძლეოსნობაში გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამავე წელს, საქართველოს დედაქალაქში გაიმართება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და უეფას სუპერთასი ფეხბურთში.

კომენტარები