კეზერაშვილის საქმე

დავით კეზერაშვილის საჩივრის განხილვა მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება

საფრანგეთის სასამართლოში დავით კეზერაშვილის საჩივრის განხილვა მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება, - ამის შესახებ დაკავებული დავით კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა განაცხადა. საჩივარი დავით კეზერაშვილის დაკავებას ეხება. 

"ის ორი საქმე, რაც არის აღძრული კეზერაშვილის წინააღმდეგ, თავიდან ბოლომდე ემსახურება პოლიტიკურ დევნას. საქმე იმდენად სუსტია, შეუძლებელია რაიმე ბრალეულობის აღმოჩენა", - განაცხადა ადვოკატმა. 

მისი თქმით, კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა დოკუმენტებს ამზადებს, რათა ფრანგული მხარე დაარწმუნოს, რომ კეზერაშვილის გადმოყვანა აუცილებელია. თუმცა, როგორც შოთა მინდელმა აღნიშნა, ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელი იქნება ის ფაქტორი, რომ კეზერაშვილს ისრაელის მოქალაქეობა აქვს. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები