ბურჯანაძე: ბავშვს დედაც უნდა ჰყავდეს და მამაც, და არა - ორივე მამა

ჩემი ფასეულობაა იგივე, რაც თქვენი - ოჯახიშვილობა, უფროს-უმცროსობა. ქალი რომ ქალს უნდა ჰგავდეს, კაცი რომ კაცს უნდა ჰგავდეს. ბავშვს რომ დედაც უნდა ჰყავდეს და მამაც უნდა ჰყავდეს და არა - ორივე მამა. ჩვენ არავის არ ვერჩით, ვისაც რა ფასეულობით უნდა, იმ ფასეულობით იცხოვროს. არც სახლებში არავის არ ვუვარდებით. არ არის ქართველი ხალხი არც უცოდინარი და არც ბნელი. ავიც და კარგიც ყოველთვის არსებობდა დედამიწაზე. ასეთიც იყო და ისეთიც. სახლებში არ ვუვარდებით, მაგრამ ეს ბავშვები გაგვაზრდევინონ ნორმალურად. ბავშვმა უნდა იცოდეს, ავტობუსში უფროსი რომ შევა, ადგილი უნდა დაუთმოს, ბავშვისთვის ნორმალური უნდა იყოს ოჯახის პატივისცემა. გაგვაზრდევინონ ისე, რომ ბავშვისთვის ნორმალური იყოს ქვეყანა და თავისი სამშობლო.

ნინო ბურჯანაძემ ფოთში, საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეხვედრისას, სექსუალურ უმცირესობებზე ისაუბრა.

კომენტარები