იანუკოვიჩის განცხადება ტიმოშენკოზე

იანუკოვიჩი მზადაა, ტიმოშენკოს გერმანიაში მკურნალობის უფლება მისცეს

Ukraine's President Viktor Yanukovich attends a signing ceremony with his Kazakh counterpart Nursultan Nazarbayev in Kiev
Gleb Garanich / REUTERS

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ თუ უმაღლესი რადა გადაწყვეტს ყოფილ პრემიერმინისტრს იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების უფლება მისცეს, თავადაც მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას.

"დღეს უკრაინაში არ არსებობს კანონი, რომელიც ტიმოშენკოს საზღვრის დატოვების უფლებას აძლევს. როგორც კი პარლამენტში ეს საკითხი გადაწყდება, მე, როგორც პრეზიდენტი, ამ კანონს ხელს მოვაწერ", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

ოპოზიციის ლიდერის სერგეი საბალიოვის განცხადებით, მსგავს კანონპროექტზე ოპოზიცია არ მუშაობს. საბალიოვის სიტყვებით, მათ არაერთხელ მიმართეს პარლამენტს, შეეწყვიტა მთავრობას პოლიტიკური რეპრესიები და გამოეშვა ყოფილი პრემიერმინისტრი ციხიდან, თუმცა ამ კანონპროექტებს მხარი არავინ დაუჭირა.

 4 ოქტომბერს ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი მზადაა, პოლონეთის ექსპრეზიდენტის ალექსანდრ კვასნევსკისა და ევროპარლამენტის ყოფილი ლიდერის პეტა კოკსას წინადადება მიიღოს და გერმანიაში იმკურნალოს.  

 

კომენტარები