ფოკუსი

პრემიერი და კრიტიკა, გიგი უგულავა თბილისის შესახებ

პრემიერი კრიტიკოსებზე თავდასხმას განაგრძობს. ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებენ მას ის ადამიანები, რომელთაც წარსულში დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ სექტად მოიხსენიებს.

რისი მანიშნებელია პრემიერის შეურაცხმყოფელი რიტორიკა კრიტიკოსების მიმართ, რას პასუხობენ ივანიშვილს მის მიერ უკვე მრავალჯერ ნახსენები საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლები. ფოკუსის პირველ ნაწილში ელენე ხოშტარიას ვესაუბრებით.

საბიუჯეტო თვითნებობის პრეცედენტი - ასე აფასებს საერთაშორისო გამჭვირვალობა ფინანსთა სამინისტროს მიერ დედაქალაქის ბიუჯეტის შემცირებას. თბილისი და მისი ბიუჯეტი, უფასო, მაგრამ გადატვირთული საბავშვო ბაღები, ქალაქის რეკრეაციული ზონების შემცირებით გამოწვეული პროტესტი და შემოვლითი რკინიგზის დაწუნებული პროექტი. დედაქალაქის გარშემო გაჩენილ კითხვებს გადაცემის მეორე ბლოკში თბილისის მერი გიგი უგულავა უპასუხებს.

კომენტარები