ფილიპინებზე 7.2-ბალიან მიწისძვრას მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვერპლა

cnn.com

ფილიპინებზე გამთენიისას 7.2 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულთა რიცხვი 33-ს აღწევს. სტიქიის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი და სამთავრობო შენობები, დაზიანდა ეკლესიები და სკოლები. მოსახლეობის უმეტესობა ამ დროს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით სახლში იმყოფებოდა.  

მიწისძვრის ეპიცენტრი -  კუნძული ქებუ -  ქვეყანაში მეორეა სიდიდით. სპეციალისტები რეგიონში ცუნამის საშიშროებას გამორიცხავენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ფილიპინებზე გასული წლის სექტემბერში დაფიქსირდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები