საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოამბესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ ახალი პრემიერის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არჩევნებიდან ერთ კვირაში გახდება ცნობილი - ”27 ოქტომბრის შემდეგ ერთ კვირაში თქვენ უკვე გეცოდინებათ, თუ ვინ იქნება ახალი პრემიერი"- თქვა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას უკვე შერჩეული ჰყავს რამდენიმე კანდიდატურა და საქართველოს კარგი პრემიერი ეყოლება.
„მადლობა ღმერთს, რომ არ შევცდი, მე დიდი ხანია, ვუყურებდი რამოდენიმე ადამიანს, მქონდა ჩემი პრიორიტეტები ვის და როგორ.. და აბსოლუტურად ჩემი პრიორიტეტები თანმიმდევრულად სწორად ვითარდება. კარგია,რომ არჩევანის საშუალება მაქვს“ - თქვა ივანიშვილმა მოამბესთან ინტერვიუში.





