საქართველო-რუსეთი

ონიშჩენკო ლუგარის სახელობის ლაბორატორიის დახურვას მოითხოვს

livejournal.ru

რუსეთის მთავარმა სანიტარმა განაცხადა, რომ თბილისში მოქმედი ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსეთისთვის საფრთეს წარმოადგენს და შესაძლოა დივერსიებისთვის იქნას გამოყენებული.

ინტერფაქსთან საუბრისას გენადი ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორია „აშშ-ის სამხედრო-შეტევითი პოტენციალის მნიშვნელოვანი რგოლია“.  იგი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი არღვევს საერთაშორისო კონვენციას ბიოლოგიური იარაღის შესახებ და ლაბორატორიის ნამდვილი დანიშნულება რუსეთის ტერიტორიაზე ვირუსების გავრცელების გეგმების მომზადებაა.

ონიშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვების რეჟიმი პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, გააგრძელებს თუ არა ამერიკული ლაბორატორია მუშაობას საქართველოში.

რუსეთის სხვადასხვა უწყებას არაერთხელ გამოუხატავს უკმაყოფილება საქართველოში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობის გამო. 

გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში "ცენ­ტრა­ლუ­რი რე­ფე­რა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის" შექ­მნის შე­სა­ხებ 2004 წელს, სე­ნა­ტორ რი­ჩარდ ლუ­გა­რის ვი­ზი­ტის დროს იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. ცენ­ტრმა საქ­მი­ა­ნო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2011 წლი­დან და­იწ­ყო. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ამ პრო­ექ­ტში 150 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ის ბი­ო­უ­საფ­რთხო­ე­ბის დარ­გში რე­გი­ონ­ში ყველ­ზე უკეთ აღ­ჭურ­ვილ კვლე­ვით ცენტრს წარ­მო­ად­გენ­და. მი­სი ამო­ცა­ნა ბი­ო­ლო­გი­უ­რი საფ­რთხე­ე­ბის კვლე­ვა და მათ­ზე დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა იყო.

2013 წლის 8 მაისს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლად გა­მოც­ხად­და, მისი ქო­ნე­ბა კი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლ ცენტრს გა­და­ე­ცა. 

თუმცა, ონიშჩენკომ ლაბორატორიის დახურვაც ამის შემდეგაც არაერთხელ მოითხოვა, იმის მიუხედავად, რომ თბილისი მოსკოვს ლაბორატორიის შემოწმებას სთავაზობდა.

კომენტარები