ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათშორისი კომისია დატოვა

მარგველაშვილი: დიდი ხანია ჩემი რეიტინგი 50%-ზე მაღალია

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

უკვე კარგა ხანია ჩემი რეიტინგი 50%-ზე მეტია - ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტობის კანდიდატს "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შეფასება სთხოვეს, რომლის თანახმადაც, მარგველაშვილის რეიტინგი 32 %-ს შეადგენს. "ჩვენ გვაქვს სხვა მონაცემები. დიდი ხანია, მე, 50%-ს ზევით მაქვს რეიტინგი, ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ცოტა ხანში. ყველა ინტერნეტ პროვაიდერი ცალკე გამოკითხვას ატარებს და ნებისმიერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ქმედება ეპატაჟია, რომლითაც ისინი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობენ.

"ეს არის უპრეცედენტოდ თავისუფალი არჩევნები საქართველოში. ასეთი არჩევნები, საქართველოს ჯერ არ ჰქონია, თავისუფალი მედიის პირობებში, როდესაც არ ხდება ბიზნესის კონტროლი, როდესაც არ ხდება პოლიციის მიერ ხალხზე ზეწოლა, არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. შესაბამისად, მთელი ეს ინსინუაციები და მთელი ეს ეპატაჟი, რისი შექმნაც უნდა ნაციონალურ მოძრაობას, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ჩრდილი მიაყენოს უპრეცედენტოდ დემოკრატიულ პროცესს, არ გამოუვათ" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები