ჰილარი კლინტონი საქართველოზე

ჰილარი კლინტონი: საქართველოში არ უნდა მოხდეს პრობლემების პერსონიფიცირება

საქართველომ უნდა შეინარჩუნოს და გააგრძელოს ის პროგრესი, რომელიც ბოლო ოცი წლის მანძილზე გაინცადა  - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტომა ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას საქართველოს შესახებ შეკითხვები ამავე ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ დაუსვა. 

"აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწია. ბევრი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ პროგრესში, ახლა თანამდებობაზე აღარ არის და თქვენ გყავთ ახალი მთავრობა, რომელსაც ცხადია, რომ უნდა ამ პროგრესის გაგრძელება და ამის საუკეთესო მეთოდით გაკეთება", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა. 

ჰილარი კლინტონის თქმით მნიშვნელოვანია დაცული ყოს კანონის უზენაესობა პროგრესის დაზარალების გარეშე და მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა აარიდოს პრობლემების პერსონალიზაციას და ენერგია საქართველოს მომავალზე ფიქრში დახარჯოს.

"მინდა, გთხოვოთ, რომ შეეცადოთ და თავი აარიდოთ პერსონიფიცირებას და ამის ნაცვლად გაანალიზოთ, რა იქნება საუკეთესო საქართველოსთვის მომდევნო ხუთი, ათი, 15 წლის განმავლობაში. არსებობენ ადამიანები, რომელსაც, როგორც თქვენ ამბობთ, ხელისუფლებისგან რაღაცის გაკეთებას მოითხოვენ, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც წარუმატებლად მიიჩნევს თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა. ისე უნდა შეინარჩუნოთ საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომ არ შეიქმნას არასტაბილურობა და თუნდაც კონფლიქტი, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიის პროექტს საქართველოში" - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა. 

კომენტარები