ჰილარი კლინტონი საქართველოზე

სააკაშვილი: ჰილარი კლინტონი, დიდი ალბათობით, არის ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებას გამოეხმაურა.

"მან თქვა, რომ არის პრობლემები, გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენას შეიძლება გადაჰყვეს საქართველოს პრესტიჟი, რეპუტაცია და მომავალი. ასევე გადაიზარდოს ქვეყნის გახლეჩაში და კონფრონტაციაში. ჰილარი კლინტონმა რომ არ გვითხრას ეს, ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ? უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ჰილარი კლინტონი, თუკი რამე მესმის, დიდი ალბათობით, არის ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი. ამიტომ, ვურჩევ ყველას თბილისში, კარგად მოისმინოს რას ლაპარაკობს ეს ჩვენი მეგობარი, იმიტომ, რომ საქართველოს მეგობარია ნამდვილად და ჩვენთვის ცუდი არ უნდა. არ იქნება კარგი მისი რჩევის იგნორირება", - თქვა სააკაშვილმა.

 

კომენტარები