სესიაშვილის განცხადება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე

სესიაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებზე ისაუბრა

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 59-ე სესიაზე რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლთან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას სესიაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად საქართველოს მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, რუსეთი მაინც აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს.

ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სესიაშვილმა, მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენსა და ალიანსის წევრს ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას მხარს უჭერენ და რუსეთის მიერ განხორციელებულ მიუღებელ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 59-ე სესია ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციას ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში კი შედიან დეპუტატები ზურაბ აბაშიძე, ლევან ბერძენიშვილი და გიორგი ბარამიძე. 

კომენტარები