ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორისი კომისია დატოვა

primetimenews.ge

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნბისათვის უწყებათაშორისი კომისია დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ დღეს, 11 ოქტომბერს განუცხადა.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, ამის მიზეზი გახდა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობისადმი.

"მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯომარე თეა წულუკიანის განცხადება წარმოადგენს იმის ღია დეკლარირებას, რომ ის თავის ფუნქციას ხედავს არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობაში, არამედ მთავარი ოპოზიციური ძალის დევნაში", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. მისივე თქმით, წულუკიანის დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია და ნაციონალური მოძრაობა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. 

ნაციონალური მოძრაობა არ დაესწრება უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს, თუმცა, მას რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას დარღვევებზე.

 

კომენტარები