ფოკუსი

ვინ მართავს ციხეს

მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა? ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის საქმის გამოძიებაში პროკურატურა ერთვება. გოგა ძველაიას საქმეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც შეისწავლის. თავის მხრივ, სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთადერთი ვერსია თვითმკვლელობაა, რასაც გარდაცვლილის ოჯახი არ იზიარებს. მათი ვერსიით, არასრულწლოვანს პრობლემები ე.წ. ციხის მაყურებელთან ჰქონდა და ვარაუდობენ, რომ მისი სიცოცხლე ამ დაპირისპირებას შეეწირა. მართავენ თუ არა ციხეს ე.წ. მაყურებლები და როგორია მათი გავლენა? რა შეიცვალა ციხის სკანდალიდან ერთი წლის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში? არის თუ არა ეფექტიანი საზოგადოებრივი მონიტორინგის არსებული მექანიზმები და რამდენად პრიორიტეტულია საზოგადოებისთვის ციხეებში არსებული ვითარება? მოისმინეთ პასუხები ამ კითხვებზე.

კომენტარები