ჯარისკაცების მოწამვლა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცები მოიწამლენ

Facebook.com

გავრცელებული ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯანმრთელობის პრობლემები საკვების გამო, ათეულობით ჯარისკაცს შეექმნა.

კომპანიაში, რომელსაც ჯარისკაცების კვებით უზრუნველყოფა ევალება, 100-მდე ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოწამლული მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცია. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საკვებით განპირობებული არ არის.

"თავდაცვის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული საკითხის შესწავლაში გენერალური ინსპექცია და სამხედრო პოლიციაა ჩართული. ჯარისკაცებს უტარდებათ კვლევა და ასევე მიმდინარეობს საკვები პროდუქტების შემოწმება. უახლოეს მომავალში მივიღებთ შედეგს. პირველ ქვეით ბრიგადაში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი მსახურობს და საკვებით მოწამვლის გამო რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, ბევრ ჯარისკაცზე გავრცელდებოდა. კატეგორიულად უარვყოფთ, რომ ჯარისკაცების ამხელა რაოდენობაა მოწამლული. ვიმეორებთ, რომ საუბარია რამდენიმე სამხედროზე", - განაცხადა კვების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი ფირცხალაიშვილმა.

 

კომენტარები