ზურაბ ადეიშვილი

წულუკიანი: პროკურატურამ ადეიშვილის წითელ ცირკულარში ჩასმა უკვე მოითხოვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურას უკვე გაგზავნილი აქვს ზურაბ ადეიშვილის წითელ ცირკულარში ჩასმის მოთხოვნა და მიმდინარეობს მუშაობა.

"როგორც ჩანს, ის დასავლეთ ევროპაში უნდა იმყოფებოდეს, არის საუბარი უნგრეთზეც. პროკურატურას უკვე გაგზავნილი აქვს ადეიშვილის წითელ ცირკულარში ჩასმის მოთხოვნა და მიმდინარეობს მუშაობა. დეტალებზე, ალბათ, პროკურატურას შეუძლია კონკრეტული ინფორმაცია მოგცეთ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები