უილფრედ მარტენსი გარდაიცვალა

ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი უილფრედ მარტენსი გარდაიცვალა

Wilfried Martens
wikipedia

ევროკავშირის ქრისტიან დემოკრატიული ჯგუფისა და ბელგიის ცხრა მთავრობის ხელმძღვანელი უილფრედ მარტენსი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. 

პარტიის ლიდერის ვუტერ ბეკეს განცხადებით, მარტენსი შუაღამეს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზებს ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა ბოლო წლებში მარტენსს გულის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში და 90-იანების დასაწყისში მარტენსი ბელგიის მთავრობის სათავეში იყო. ის ასევე ევროპული სახალხო პარტიის დამფუძნებელია და ევროკავშირის ქრისტიან დემოკრატიულ კოალიციას თითქმის ორი დეკადის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

უილფრედ მარტენსი წლების მანძილზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი იყო.

 

 

კომენტარები