ოკუპირებული ტერიტორიები

შსს: აძვსა და ჯარიაშენში მავთულხლართების არსებობა ქართულმა მხარემ გააპროტესტა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების მონტაჟის გაგრძელებას არ ადასტურებს. ამის შესახებ სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"8 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესის გაგრძელებას შსს არ ადასტურებს.

შსს ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას გორის რაიონის სოფელ აძვსა და სოფელ ჯარიაშენს შორის გავლებული მავთულხლართების არსებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 37-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მკაცრად გააპროტესტა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები