რუსული ემბარგო

რუსეთმა ლიტვური რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა

owap.ge

დღეიდან რუსეთში ლიტვური რძის პროდუქტების იმპორტი აიკრძალა. გადაწყვეტილება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ მიიღო. მისი განცხადებთ, ამის მიზეზი ლიტვური პროდუქციის ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობაა.

რამდენიმე დღის წინ ონიშჩენკომ აღშფოთება გამოთქვა ლიტვის ხელსუფლების პოლიტიკური განცხადებების გამო. ვილნიუსმა დაგმო რუსეთის ზეწოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მათი ევროკავშირთან ინტეგრაციის ჩაშლის მიზნით. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ზეწოლის საპასუხოდ ვილნიუსს რუსეთს კალინინგრადის ოლქის ბლოკირება შეუძლია, მაგრამ ეს ევროპის მეთოდი არ არის.

ლიტვა ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანაა. სავაჭრო შეზღუდვებს ლიტვურ პროდუქციაზე ოფიციალური ვილნიუსი პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

კომენტარები