სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა

სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის საკითხს ახალი სტრუქტურა გააკონტროლებს

www.radiotavisupleba.ge

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების მიზნით შეისწავლის ამგავრი მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.ბიძინა ივანიშვილმა შესაბამისი ბრძანება #252 2 ოქტომბერს გამოსცა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრები იქნებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი(საბჭოს თავმჯდომარე); საქართველოს იუსტიციის მინისტრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი – საქართველოს მთავრობის კანცელარიიიურიდიული დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი.

დებულების მიხედვით, საბჭოს ერთ-ერთი ამოცანაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვისა და აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების, მათ შორის, საპრივატიზებო პირობების განხილვა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენა, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.

 

კომენტარები