პოლიციის შესახებ კანონი

პარლამენტმა მესამე მოსმენით პოლიციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა მესამე მოსმენით პოლიციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე 88 ხმით, 8-ის წინააღმდეგ გავიდა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, პოლიციურ ღონისძიებებს განსაზღვრავს. ასევე უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებსა და პოლიციის საქმიანობის კონტროლს.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება პოლიციის მუშაობას გააუმჯობესებს.

კომენტარები