საზოგადოებრივი მაუწყებელი

ტრიპოლსკი: არ მაინტერესებს გოგუაძის ნაბოდვარი

ირაკლი ტრიპოლსკი
icmm.ge

დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი, ემზარ გოგუაძის განცხადებას გამოეხმაურა და მას ნაბოდვარი უწოდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა რომ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის თაობაზე პოზიციას არ შეიცვლიდა, ირაკლი ტრიპოლსკი მას ბორდის დაშლით დაემუქრა.

"სისულელეს ლაპარაკობს ბატონი ემზარ გოგუაძე. მე არასოდეს არავის დავმუქრებივარ და არაფერი მითქვამს. ხაშურში ნამდვილად შევხვდი გოგუაძეს, ის მოდიოდა საიდანღაც, მე კი ქუთაისში მივდიოდი. იყო საუბარი თემაზე, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ უნდობლობა გამოეცხადებინათ ბარათაშვილისთვის. ჩემთვის წარმოუდგენელია რაც იქ ხდება საერთოდ, არ მაინტერესებს ეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვინ არის იქ, რა იქნება და როგორ იქნება. არაფერი არ მაინტერესებს, განსაკუთრებით ემზარ გოგუაძის ნაბოდვარი და უტიფარი განცხადებები", - განაცხადა ირაკლი ტრიპოლსკიმ.

კომენტარები