საზოგადოებრივი მაუწყებელი

გოგუაძე: ირაკლი ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დამემუქრა

allmedia.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის თაობაზე პოზიციას არ შეიცვლიდა, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დაემუქრა. 

"შეშფოთებულიც გახლავართ და, შეიძლება ითქვას, აღშფოთებულიც. მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს ტაკიმასხარაობა წამოწყებულია იმის გამო, რომ აქაურმა მენეჯმენტმა, როგორც ჩანს, დაარწმუნა ხელისუფლება, რომ მის პოლიტიკურ ხაზს ყველაზე ერთგულად და ეფექტურად ეს მენეჯმენტი გაატარებს. მანამდე მე შემხვდა ჩემთვის ნაცნობი დეპუტატი, რომელმაც გზაში სცადა გადავერწმუნებინე, ჯერ კიდევ ხაშურში, ჩემს გადაწყვეტილებაში, რომელიც რატომღაც მისთვის ცნობილი იყო. სხვა შემთხვევაში, ის ბორდის დაშლით დამემუქრა. ეს პიროვნება იყო ყველასთვის ცნობილი ირაკლი ტრიპოლსკი", - განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

კომენტარები