ფოკუსი

თალიბანის ვიდეოს გამოძიება, ეკონომიკური დაღმასვლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თალიბანის სახელით გავრცელებულ მუქარის შემცველი ვიდეოების საქმეს გახსნილად აცხადებს და მის მხოლოდ ფრაგმენტულ დეტალებზე საუბრობს. გამოძიების ოფიციალური ვერსია არაერთ კითხვას ბადებს. როგორ აფასებენ გამოძიების შედეგებს და რა კითხვებს სვამენ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები? რა გარემოებებს მიიჩნევენ არადამაჯერებლად საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები? ამის შესახებ ფოკუსის პირველ ბლოკში მოისმენთ. პარლამენტიდან ჩვენს კითხვებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პასუხობს.
ფოკუსის მეორე ბლოკში კი ქვეყანის ეკონომიკის მდგომარეობაზე ვსაუბრობთ ეკონომისტებთან: დემურ გიორხელიძესთან და პაატა შეშელიძესთან ერთად.

კომენტარები