აშშ-ის საბიუჯეტო დაფინანსება

აშშ-ის მთავრობა შესაძლოა, ხვალიდან დაფინანსების გარეშე დარჩეს

1-ლი ოქტომბრიდან ამერიკის მთავრობას დაფინანსების გარეშე დარჩენა ემუქრება. რესპუბლიკელ კონგრესმენთა ჯგუფმა კოლეგებს სენატში მოლაპარაკებებისკენ საგანგებო განცხადებით მოუწოდა. კანონმდებლები და მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც დროებითი ასიგნებების შესახებ რეზოლუციას უყარეს კენჭი.

სენატმა დოკუმენტი დაამტკიცა, თუმცა წარმომადგენელთა პალატამ მას მხარი მხოლოდ იმ პირობით დაუჭირა, თუ ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსება გადაიდება. პრეზიდენტი ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს. თუ საკითხი სასწრაფოდ არ მოგვარდა, ხვალიდან საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის გარდა, ამერიკას დეფოლტიც ემუქრება.

კომენტარები