მიხეილ სააკაშვილი

აშშ-დან დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ. სააკაშვილის თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით 21:00 საათისთვის დაეშვა. 

აეროპორტში შეკრებილი მოქალაქეების თქმით, ისინი საქართველოს პრეზიდენტის გაეროში გამოსვლასთან დაკავშირებით მადლიერებას გამოხატავენ.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში დღეს დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრეზიდენტის რანგში სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა. 

კომენტარები