ელექტრონული პირადობის მოწმობა

ელექტრონული პირადობის მოწმობის წინააღმდეგ იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართა

ელექტრონული პირადობის მოწმობის წინააღმდეგ თბილისის იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართა. მართლმადიდებელი მრევლი, სასულიერო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროსგან ID ბარათის იძულებით აღებას აპროტესტებდნენ. მათ იუსტიციის მინისტრის სახელზე განცხადებაც დაწერეს.

”იუსტიციის სამინისტრო ხალხს ატყუებს, როდესაც მე გავშიფრე თვითონ ID რასაც ნიშნავს, ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ მიატოვა ID-ს ხსენება და ე.წ. პირადობის მოწმობას ეძახის. ის არ არის პირადობის მოწმობა, ის არის ID ბარათი. უმალავენ ხალხს, რომ ID ეს არის ქვესკნელის ღმერთის სახელი”, - თქვა აქციის მონაწილემ.

ელექტრონული პირადობის მოწმობების წინააღმდეგ აქცია ქუთაისშიც გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, ID ბარათის აღება არჩევითი უნდა იყოს.

კომენტარები