ფოკუსი

მილსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ახალი კანონპროექტები

ემუქრება თუ არა საქართველოს ელექტრო მომარაგების გარეშე დარჩენა - ოკუპაციის ხაზის გადმოწევის შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქვეყნის მთავარი ენერგოარტერია, ქართლი 2-იც მოექცევა.

ენერგეტიკის სამინისტრო მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. დღეისთვის ბაქო-სუფსის მილსადენის არცერთი მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ხვდება - ხაზის გადმოწევის შემთხვევაში კი მის მიღმა მილსადენის გარკვეული მონაკვეთი მოექცევა.

ასევე: ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტები - დამტკიცების შემთხვევაში, ქართული ენის ნორმების დარღვევის გამო მედიასაშუალებები დაჯარიმდებიან. კიდევ ერთი ინიციატივა კი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი სურვილისამებრ, ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდოს. არის თუ არა ეს გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების დარღვევა - ამ თემაზე იურისტ ოთო კახიძეს ვესაუბრებით.

რა მოხდება მსგავსი ცვლილებების მიღების შემთხვევაში და რატომ გახდა აქტუალური წარსულში დაბრუნების თემა - გადაცემის ბოლო ნაწილში, ფოკუსის სტუმარი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გივი თარგამაძეა.

კომენტარები