NDI-ს კვლევა

მარგველაშვილი: ქართული ოცნების შიდა კვლევების მონაცემები უფრო ოპტიმისტურია

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევების დინამიკას ყურადღებით აკვირდება. მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ოცნების შიდა კვლევების მონაცემები უფრო ოპტიმისტურია.

"თანამედროვე, დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოში მოქალაქეები ინტერესით ადევნებენ თვალყურს საარჩევნო კამპანიას. ყველა პოლიტიკური ძალისთვის საინტერესოა ის ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. საარჩევნო კამპანიის დროს ძირითადი აქცენტი სწორედ საზოგადოების ამ ნაწილზე კეთდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, NDI-ის ბოლო კვლევაში გამოკითხულთა 39% საქართველოს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა, 18% კი დავით ბაქრაძეს. კითხვაზე, ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, 7%-მა ნინო ბურჯანაძე დაასახელა. 16%-მა ჯერ არ იცის - ვის მისცემს ხმას, 6%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.

კომენტარები