საქართველოს პარლამენტი

უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შეუძლებელია

დავით უსუფაშვილმა, "პოლიციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება შეუძლებელია.

"არ მგონია, ჩვენი მხრიდან სწორი საქციელი იყოს, რომ ნაციონალური მოძრაობა ლაპარაკობდეს, როგორ იყო მოწყობილი პოლიცია და ჩვენ დრო დავხარჯოთ ოპონირებაში. სიამოვნებით მოვუსმენთ საერთაშორისო ექსპერტებს, იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც პოლიცია ქვეყნის მექანიზმია და არა ქვეყნისა და ხალხის მთავარი საფრთხე. ნაციონალური მოძრაობა არ უნდა გვეუბნებოდეს, რომ ამ კანონით პოლიციის გაუარესება გვინდა. ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შესაძლებელია?! რა თქმა უნდა, გაუარესება შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, პოლიცია იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, მაგრამ ქვეყნის ხერხემალი იქნება მოქალაქე, თავისუფლება, პოლიტიკური არჩევანი და დაბალანსებული ხელისუფლება", - აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობდა პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხდება ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვის გარეშე, დაჩქარებული წესით, კანონში ცვილებების შეტანა.

კომენტარები