გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია

მარგველაშვილი სტუდენტებს: ხუთ წელიწადში სამართავად დაგიტოვებთ ევროპულ ქვეყანას

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მთაწმინდის პარკში სტუდენტებს ხვდება. მარგველაშვილის განცხადებით, მას აღებული აქვს ვალდებულება, რომ ახალგაზრდებს ხუთ წელიწადში სამართავად დაუტოვოს ევროპული ქვეყანა. მისი თქმით, ადრე "მთავრობა იყო მიშვებული თავის ნებაზე" და საზოგადოება შეცდომებს არ უსწორებდა.

"ახლა ეს შეიცვალა, რადგან სტუდენტობა არის აქტიური", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობამ უნდა აკონტროლოს ხელისუფლება და გადაიბაროს ქვეყანა. მისი თქმით, სტუდენტობის ჩართულობა ქვეყნის მართვაში აუცილებელია.

"ძალიან მალე, ბიძინა ივანიშვილი გადმოვა სამოქალაქო საზოგადოებაში და ამ პროცესებში იქნება მნიშვნელოვანი პარტნიორი. მნიშვნელოვანია, რომ ის არ უნდა იყოს მარტო და მისი იდეები აიტაცონ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა" - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი. 

კომენტარები