ნაღმი მაესტროში

მაესტროში ბომბის არსებობის შესახებ მორიგი შეტყობინება შევიდა

"112"-ში ტელეკომპანია "მაესტროში" ბომბის არსებობის შესახებ მორიგი შეტყობინება შევიდა. შენობაში უკვე გამოცხადებულია ევაკუაცია და ამ წუთებში ტელეკომპანიის თანამშრომლები შენობას ტოვებენ. 

"მაესტროში" ბომბის არსებობის შესახებ "112"-ში შეტყობინება დღეს უკვე მეორედ შევიდა. დღის განმავლობაში განმაღმველების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა. ზარის ავტორი არასრულწლოვანი იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეს უკვე მეთორმეტე შემთხვევაა, როდესაც 112–ში ცრუ შეტყობინება შედის, რომელიმე ტელევიზიაში ნაღმის შესაძლო არსებობაზე

კომენტარები