მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილის გახსნილი ჰესის მშენებლობა, მანამდე ორჯერ გავხსენით

მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერმინისტრის მიერ შუახევში, ახალი ჰესის მშენებლობის დაწყებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მესამედ გახსნა იმ ჰესის მშენებლობა, რომელიც მისმა მთავრობამ უკვე ორჯერ გახსნა.

"ეს ის პრემიერია, რომელიც მომავალს ართმევს ქუთაისს. აქ უნდა პარლამენტის "წამოღება" მხოლოდ იმის გამო, რომ თავის სასახლესთან ახლოს იქნება. ეს არის ის პრემიერი, რომელმაც პრაქტიკულად შეაჩერა სტრატეგიული რკინიგზის მშენებლობა ევროპაზე და სამაგიეროდ გველაპარაკება ევრაზიის კავშირში შესვლაზე",- თქვა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში თუ უმრავლესობამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების გატანა მოახერხა, საქართველოში პროგრესი საბოლოოდ გაჩერდება. "მოხდება პროგრესის საბოლოო გაჩერება და ხელისუფლების საბოლოო უზურპაცია, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ვერ იქნება",- თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები