მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: პროექტი, რომელზეც მთავრობა მუშაობს, რუსეთთან დამაკავშირებელი გზაა

მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას აღნიშნა,რომ ერთადერთი პროექტი, რომელზეც საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რუსეთთან დამაკავშირებელი გზაა. სააკაშვილის თქმით, ის ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტზე სამუშაოების შეჩერებით შეშფოთებულია.

"რამდენიმე კვირის წინ, როცა ორი დღით ადრე იცოდნენ ჩემი ჩასვლის შესახებ, დამახვედრეს მუშები, რომლებსაც ახალი ფორმები ეცვათ და მასობრივად იდგნენ. დღეს კი, როდესაც არ იცოდნენ, რომ ჩავიდოდი, ერთი მუშაც არ იდგა მშენებლობაზე. მხოლოდ ორი "სამასვალი" დარბოდა მიწის სამუშაოებზე. სამაგიეროდ, ერთადერთი გზა, რომელზეც ინტენსიურად მუშაობენ, ლარსთან შემაერთებელი, რუსეთთან დამაკავშირებელი გზაა. საქართველოს ევროპასთან შემაერთებელი რკინიგზა კი, პრაქტიკულად გაჩერებულია", - თქვა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს აღნიშნული რკინიგზა წელს, ბოსფორის სრუტის გახსნის პარალელურად უნდა დაესრულებინა, თუმცა მშენებლობის ტემპის გათვალისწინებით, პროექტის დასრულებას, სულ მცირე, 3 წელი დასჭირდება. 

"არანაკლებ საშიშია ის, რაც თბილისის შემოვლით გზაზე ვნახე. თბილისში დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი საუკუნის მშენებლობაზე – რკინიგზის გადატანაზე. რკინიგზის გადატანა თბილისს აქცევს სულ სხვა ქალაქად. საცობები, პრაქტიკულად, გაქრება. ეს რკინიგზა, თითქმის უკვე მზად არის, გაკეთებულია 9 გვირაბი და რამდენიმე გრძელი ესტაკადა. ის ოფიციალურად დახურა მთავრობამ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი გაკეთებული იყო. მართლა უნდა ეზიზღებოდეს ადამიანს თბილისი, ეს რომ გააკეთოს და ეს კონკრეტული ადამიანი არის პრემიერმინისტრი, რადგან ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი, როგორ უნდა ჩაუდგე ჯიბრში შენს დედაქალაქს, თანამოქალაქეებს და რკინიგზა შეაჩერო", - თქვა ივანიშვილმა. 

კომენტარები