ევაკუაცია პარლამენტში

ბომბს პარლამენტშიც ეძებენ

parliament.ge

თანამშრომელთა ევაკუაცია ქუთაისში, პარლამენტის შენობაშიც მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში მყოფ პირებს შენობის დაცლა პარლამენტის დაცვამ მოსთხოვა. ევაკუაციის მიზეზად შენობაში ბომბის შესაძლო არსებობა დასახელდა. ევაკუაციის გამო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა შეწყდა. 

პარლამენტის გარდა, დღეს ბომბს ტელეკომპანია იმედშიც ეძებდნენ. იმედში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება 112-ში მესამედ შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზარის ავტორი ამჯერადაც არასრულწლოვანია. 

იმედში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება რამდენიმე დღის წინაც, ორჯერ შევიდა, რის გამოც ტელეკომპანიაში თანამშრომლების ევაკუაცია გამოცხადდა. მაშინ შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა. ამასთან, 112-ში რამდენჯერმე დარეკეს რუსთავი 2-ში ბომბის არსებობის შესახებაც. ერთ-ერთი ზარის ავტორი სრულწლოვანია, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები