ტელეკომპანია იმედი

იმედში ბომბის არსებობის შესახებ მესამე შეტყობინება შევიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ტელეკომპანია იმედში ბომბის არსებობის შესახებ ახალი შეტყობინება შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ქრონიკის წამყვანმა თქვა. თანამშრომელთა ევაკუაციის გამო ქრონიკა ეთერში ვერ გადის.

იმედში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია 12 სექტემბერსაც ორჯერ შევიდა. თუმცა, ტელეკომპანიაში ბომბი არ აღმოჩნდა.

კომენტარები