ევროატლანტიკური ინტეგრაცია

შტეფან ფულე: მოუთმენლად ველით საქართველოსთან ასოცირებას

dt.ua

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74-ე საერთაშორისო სესიასთან დაკავშირებით, რომლის გამართვაც თბილისში 3-14 სექტემბერს იგეგმება, ვიდეომიმართვა გაავრცელა. ფულეს თქმით, საქართველო  განსხვავებული პოლიტიკური და სოციალური ფონის მქონე ახალგაზრდების შესახვედრად საუკეთესო ადგილია, რომელთაც დებატების გამართვის ენთუზიაზმი აერთიანებთ.

”საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა, როგორც თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ის თავისი უდიდესი კულტურით უძველესია. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც მეგობარი და პარტნიორი. მოუთმენლად ველით ამ ქვეყანასთან პოლიტიკურ ასოცირებას და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას. საპარლამენტო თანამშრომლობა, სამოქალაქო საზოგადოება და ახალგაზრდობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ამ აბიციური ახალი კონტრაქტისთვის. ყველა ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს მოდერნიზება და რეფორმები, ეს არის განუყოფელი ნაწილი მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის სესია ძალიან წარმატებული იქნება და მოუთმენლად ველი მის შედეგებს". - განაცხადა შტეფან ფულემ.

კომენტარები