სირიის კონფლიქტი

გაეროს რეზოლუციის მიუხედავად, აშშ სირიაში სამხედრო ინტერვენციას არ აპირებს

un.org

თეთრი სახლის განცხადებით, გაეროს საბოლოო რეზოლუციის მიუხედავად, აშშ უარს იტყვის სირიაში სამხედრო ოპერაციაზე. ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას გაეროს ექსპერტები გამოაქვეყნებენ დასკვნას, სადაც დადასტურებული იქნება, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ბან კი მუნს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელი მხარე არის დამნაშავე 21 აგვისტოს დამასკოში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაში, რადგან მისივე განმარტებით, ეს არ შედიოდა გაეროს ინსპექტორთა მოვალეობაში. 

თუმცა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადმა კაცობრიობის წინაშე არაერთი დანაშაული ჩაიდინა და ის უნდა დაისაჯოს.

ჟენევაში კი გრძელდება მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის, ისინი ოპტიმალურ გეგმას ამუშავებენ, თუ როგორ უნდა განადგურდეს ქიმიური იარაღი, რომელსაც ასადის მთავრობა ფლობს.

კომენტარები