დროებითი საგამოძიებო კომისია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 16 სექტემბრიდან დაკითხვებს დაიწყებს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული პირების დაკითხვებს ორშაბათიდან, 16 სექტემბრიდან დაიწყებს.

დაკითხვები საჯარო იქნება და სხდომებზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება."სხდომები საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს გთხოვთ, დაესწროთ სხდომებს და მონიტორინგი განახორციელოთ", - ამბობენ კომისიაში.

კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს.

კომენტარები