საგანგებო სიტუაცია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სავარაუდოდ, ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი მგზავრებზე დაყრდნობით იუწყება. ეროპორტის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ. მგზავრების ინფორმაციით, ადგილზე მათ განუმარტეს, რომ აეროპორტი ევაკუირებულია და სავარაუდოდ, ამაღამ ფრენები არ განხორციელდება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 

შეგასხენებთ, დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ორი ცრუ შეტყობინება შევიდა - ტელეკომპანია რუსთავი-2-სა და იმედში განტავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ. ტელეკომპანიებში ევაკუაცია განხორციელდა. შეტყობინებების ავტორები დაკავებულები არიან.  

კომენტარები