შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს: პრეზიდენტმა თავი შეიკავოს სამართალდამცავი უწყების შეურაცხყოფისგან

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. სააკაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ  ქუთაისსა და გორში მართვის მოწმობებს უკანონოდ გასცემენ, რაშიც მოქალაქეები 500 ლარს იხდიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  პრეზიდენტის ნათქვამი სამართალდამცავი უწყებისთვის შეურაცხმყოფელია და მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისაკენ.

"სამინისტრო მოუწოდებს პრეზიდენტს, თავი შეიკავოს სამართალდამცავი სტრუქტურების შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისაგან", - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები