ევაკუაცია იმედში

ტელეკომპანია იმედში თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

იმედი

ტელეკომპანია იმედში თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციამ შენობის დაცლა მოითხოვა. სამართალდამცავებმა შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

იმედის საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა შეჩერდა. ამ დროისთვის ტელეკომპანია იმედში სამართალდამცავები მუშაობენ.

დღეს ასევე ევაკუაცია გამოცხადდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში. თუმცა, იქ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

კომენტარები