აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი

თომას მელია: მედიაგარემო შედარებით თავისუფალია

აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაციის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო წარსულთან შედარებით თავისუფალია, თუმცა შეშფოთების მიზეზები ისევ რჩება. თომას მელიას განცხადებით, პრობლემაა დაფინანსების სიმცირე. მისი თქმით, ცოტაა დამოუკიდებელი რეკლამები, ამიტომაც, მედიასაშუალებები იძულებულები არიან, დაფინანსების სხვა წყაროები ეძებონ.

თომას მელიაას განცხადებითვე, აშშ-ის დელეგაციამ პოზიტიური გამოხმაურებები მოისმინა უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამერიკა კომისიის 2 და 9 სექტემბრის რეკომენდაციების შესრულების პროცესს დააკვირდება. აშშ-ის დელეგაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესში დიდ როლს ითამაშებენ დამოუკიდებელი დამკვირვებლებიც.

"გვინდა შევაქოთ საქართველოს მთავრობა, რომელმაც საერთაშორისო მონიტორებს ადრეული მოწვევები გაუგზავნა. ასევე გვინდა შევაქოთ ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორების მუშაობაც. მათი მიუკერძოებელი შეფასებები იქნება გადამწყვეტი იმაში, როგორ შეფასდება ზოგადად საარჩევნო პროცესი – ჩაითვლება თუ არა ის დემოკრატიულად, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე", - აღნიშნა თომას მელიამ და იმედი გამოთქვა, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარის მხარდაჭერას მოიპოვებს.

კომენტარები